23:39 17 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდს დაახლოებით სამ ჰექტარზე უკიდია და ის არ უქმნის საფრთხეს არც ტყის მასივს, არც დასახლებულ პუნქტებს.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ქობულეთში, სოფელ ოჩხამურთან, ე.წ. აგურის ქარხნის დასახლების მიმდებარედ ეკალბარდი იწვის, იუწყება „პირველი არხი“.

ხანძარს რამდენიმე სახანძრო ბრიგადა ებრძვის.

ადგილზე იმყოფება ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე. მისი ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით სამ ჰექტარზეა გავრცელებული და ის არ უქმნის საფრთხეს არც ტყის მასივს, არც დასახლებულ პუნქტებს.

„ძირითადად ეკალბარდი იწვის. წინასწარი გათვლით ეს არის სამი ჰექტარი. ხანძართან ახლოს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობს და ვცდილობთ ლიკვიდაციას“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

მთავარი თემები