23:42 17 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

ბრალდებულმა პირადი მოტივით, უკანონოდ დაადეკლარირა სატრანსპორტო საშუალებები და ამით ხელი შეუწყო  დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილებას.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. სამართალდამცველებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, 4 მარტს საბაჟო დეპარტამენტის ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ავტომანქანა. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სამმართველოს უფროსისთვის ცნობილი იყო აღნიშნულის შესახებ, მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე სატრანსპორტო საშუალებები დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ გადაადგილებას და დანაშაულებრივი გზით მათ გასხვისებას.

გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

მთავარი თემები