მებაჟეებმა 12 ათას ლარამდე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
ბათუმისა და ფოთის პორტებში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს გერმანიაში შეძენილი მსუბუქი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში განთავსებული ჰქონდა სხვადასხვა სახის საქონელი. მათ შორის – ძვირადღირებული საათები, ტყავის ნაწარმი, ბიჟუტერია და სხვ.

„ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ავტომანქანა საქართველოში ბათუმის პორტის გავლით შემოიყვანა და არ დაადეკლარირა მასში არსებული საქონელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნით, ავტომანქანაში აღმოჩენილი საათების საბაჟო ღირებულება შეადგენს 11.745 ლარს, ხოლო დანარჩენ საქონელზე კიდევ დანიშნულია ექსპერტიზა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0