00:53 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
105 0 0

გასული წლის ზაფხულში ახალგაზრდა მამაკაცმა თავის ყოფილ შეყვარებულს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მამაკაცს 17 წლის პატიმრობა შეუფარდა.

საუბარია 2020 წლის ზაფხულში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც 24 წლის მამაკაცმა თავის ყოფილ შეყვარებულს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

დადგინდა, რომ შ.გ.-ს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით - ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს.შ. 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ს.შ. გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ ბრალდებულმა ბენზინი მიასხა ქალს და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ქალს ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ.

მან ცეცხლის წაკიდების შედეგად მრავლობითი დამწვრობები და ძლიერი შოკი მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწია.

სამართალდამცველებმა მამაკაცი საგარეჯოს რაიონში, სოფელ პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.

ბრალდებული სასამართლოს განაჩენს ციხეში ელოდებოდა. ამ ეტაპზე ის იძულებით მკურნალობას გადის, შემდეგ კი მას საპატიმროში გადაიყვანენ.

მთავარი თემები