თბილისი, 27 მარტი – Sputnik. თბილისში 85 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „რუსთავი2“.
შემთხვევა დღეს, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა.
ქალის ცხედარი მეზობლებმა აღმოაჩინეს. მათი ინფორმაცით, ქალს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.