00:49 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
107 0 0

სამართალდამცველებმა ბრალდებული გაუპატიურების ბრალდებით 19 თებერვალს დააკავა. დანაშაული 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მამაკაცს ბრალი გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგონამ 50 წლის მამაკაცისგან ბავშვი გააჩინა. სამართალდამცველებმა მამაკაცი 19 თებერვალს დააკავეს, 21 თებერვალს კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ინციდენტის შესახებ ამ კვირაში გახდა ცნობილი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს სამშობიაროს ექიმებმა, გოგონას ოჯახი ბოლომდე მალავდა ყველაფერს. წინასწარი ონფორმაციით, ბრალდებული გოგონას მამინაცვალია.

გამოძიება აქამდე 140-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

პროკურატურა მედია საშუალებებს მიმართავს, რომ არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, ასევე დაზარალებულთან კომუნიკაციის მცდელობისგან.

50 წლის მამაკაცს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მთავარი თემები