გორის რაიონში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა - დაკავებულია 50 წლის მამაკაცი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთო. მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში გადაიყვანეს.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა, იუწყება მთავარი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
ქობულეთში არასრულწლოვანმა თავი მოიკლა - მიზეზი წარსულში მომხდარი ძალადობაა

შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. ამ დროისთვის საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული. მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში არიან მოათავსებული.

13 წლის გოგონას ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 50 წლის მამაკაცი, გოგონას ოჯახის თანასოფლელი, რომელმაც, მეზობლების თქმით, მოზარდი მატარებელში გააუპატიურა. ამასთან, ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამაკაცი ოჯახის ახლობელია.

პოლიციამ საქმეზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

ყველა ახალი ამბავი
0