06:25 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
141 0 0

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის მიმართ და მას დანით ემუქრებოდა

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ლაგოდეხში დაკავებულია 30 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა და მუქარა, ასევე არასრუწლოვნის გაუპატიურება, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. ის არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, 126-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას, მუქარას და არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ელოდება.

მთავარი თემები