19:36 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1269)
96 0 0

აღნიშნულ საქმეზე თავდაპირველად ბრალდებულის მამა, 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს, რომელსაც ოჯახის წევრებისა და მეზობლად მცხოვრები ორი ნათესავის მკვლელობა, ასევე თავისი ლოგინად ჩავარდნილი ცოლის დაჭრა ედებოდა ბრალად.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. სოფელ ყანდაურაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში ბრალდებული ნოდარ გამყრელიძე სასამართლომ დამნაშავეს ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ყანდაურაში 57 წლის მამაკაცი 2020 წლის აპრილის თვეში დააკავეს.

სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ქართლელიშვილი აცხადებს, სასამართლოს მიერ დასაბუთებული განაჩენი ჯერ არ ჩაბარებია და სხდომაზე მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა.

კახეთში, სოფელ ყანდაურაში შემთხვევა 2019 წლის 3 მაისს მოხდა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა საკუთარი ოჯახის წევრებს – ძმას, რძალსა და დედას და მეზობლებს.

ბრალდებულზე ძებნა 2019 წლის 20 ივლისს გამოცხადდა. სამართალდამცველებმა ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო.

საზარელი მკვლელობა ყანდაურაში: დაკავებულ 85 წლის მამაკაცს მკვლელობას აღარ ედავებიან>>

აღნიშნულ საქმეზე თავდაპირველად, მკვლელობის დღესვე ბრალდებულის მამა, 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს, რომელსაც თავისი ვაჟის, რძლისა და მეზობლად მცხოვრები ორი ნათესავის მკვლელობა, ასევე თავისი ლოგინად ჩავარდნილი ცოლის დაჭრა ედებოდა ბრალად. ქალი რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, დანარჩენები კი ადგილზე დაიღუპნენ. ივლისის ბოლოს ბრალდება გადაკვალიფიცირდა და მკვლელობაში დახმარებით შეიცვალა. ის გასული წლის სექტემბერში 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1269)

მთავარი თემები