13:42 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მის ბაბუას ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ს.ც.-ს ბრალი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე წარედგინა.

ბრალდებულმა საკუთარი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. გარდაცვლილი გოგონას ბაბუა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 9 თებერვალს თავი მოიკლა 14 წლის გოგონამ, რომელთანაც 23 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა. პოლიციამ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ს.ც.-მ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს ნ.ც.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

სამართალდამცველებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა.

ს.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა–151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. 

14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ქობულეთში: დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა >>

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალგაზრდა მამაკაცი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის დააკავა. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მთავარი თემები