12:31 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში (124)
98 0 0

ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Formula.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია ასევე ეჭვმიტანილის დაც, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. 

Спецоперация против криминала в Поничала
© Sputnik / STRINGER
სპეცოპერაცია ფონიჭალაში

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებული არიან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. 

Спецоперация против криминала в Поничала
© Sputnik / STRINGER
სპეცოპერაცია ფონიჭალაში

პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით უკვე ამოიღო ნარკოტიკული საშუალება, რომლის საერთო რაოდენობა, სავარაუდოდ, 10 გრამია. 

Спецоперация против криминала в Поничала
© Sputnik / STRINGER
სპეცოპერაცია ფონიჭალაში

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (124)

მთავარი თემები