თბილისის შემდეგ ბათუმი: „ხოფის ბაზრობაზე“ ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Seyran Baroyanსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი მაღაზია დაიწვა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა ბაზრის ტერიტორიაზე დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლის მაღაზიაში გაჩნდა და გვერდით მდებარე მაღაზიებზე მისი გავრცელების საშიშროებაც იყო. თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა ერთსართულიან შენობაში გაჩენილი ხანძარი დროულად ჩააქრეს. 

„ლილო მოლის“ შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
ხანძრის შედეგები ლილოში

ადგილზე მობილიზებული იყო შვიდი ერთეული სახანძრო–სამაშველო ბრიგადა. ამ დროისათვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

გუშინ, 8 თებერვალს ხანძარი გაჩნდა თბილისში არსებულ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე. ხანძრის შედეგად 60 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

ორივე ბაზრობაზე ხანძარი ერთმანეთის კვალდაკვალ, პრაქტიკულად მაშინვე გაჩნდა, რაც 8 თებერვლიდან ღია და დახურული ტიპის ბაზრობებს საქმიანობის განახლების უფლება მიეცათ.

ყველა ახალი ამბავი
0