აქტივისტი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა, თავისუფალია

© photo: Sputnik / Stringerმთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ ირაკლი ფანგანისთვის, რომელიც ადამიანის დევნაშია ბრალდებული, პატიმრობა არ მოითხოვა. დაცვის მხარე მისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტ ირაკლი ფანგანს, რომელმაც აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, ოფიცკიალური ბრალდება წარედგინა და ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს, აცხადებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.

პოლიციამ ფანგანი კვირას დააკავა. მან ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ  23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა.

აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში აქტივისტ ირაკლი ფანგანის მხარდამჭერი აქცია განახლდება

საქართველოს პროკურატურამ ფანგანს ბათუმში მომხდარ ფაქტზე ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია პროკურატურის ვებგვერდზე.

უწყების ცნობით, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს, ფანგანი ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოიტანს.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია  აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გაიმართა.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფანგანთან მიმართებით შერჩევით სამართალს იყენებს.

ყველა ახალი ამბავი
0