11:12 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2128)
178 0 0

ჯერჯერობით, დაკავებულის ადვოკატს პოზიცია არ დაუფიქსირებია. უცნობია, აღიარებს თუ არა გამგებლის მოადგილე ბრალს

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამგებლის მოადგილე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით,  მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების ჩასატარებლად გასული წლის აპრილში 126 ათასლარიანი ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილიც ორმა კომპანიამ გამოთქვა. გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი და მოსთხოვა საბუთები უკან გაეტანა, რადგან ტენდერი მისთვის სასურველ კომპანიას უნდა მოეგო. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა. სამომავლოდ კი სხვა ტენდერების პირობების მასზე მორგება შესთავაზა.

ზეწოლის მიუხედავად, კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა მაინც მიიღო და გაიმარჯვა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა საჯარო მოხელემ კომპანიას პრობლემები შეუქმნა და არ აძლევდა შესაძლებლობას, ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. ამის გამო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება.

უწყება აღნიშნავს, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო სამუშაოების გაგრძელება და დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, „რითიც არსებითად დაირღვა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გულისხმობს.

გამოძიებას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2128)

მთავარი თემები