უნიკალური ინციდენტი: უცნობი შეუმჩნევლად ცხოვრობდა ახალგაზრდა ქალის სახლის სხვენში

CC0 / Pixabay / სახლის სხვენი
სახლის სხვენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ამჩნევდა, რომ სახლში ნივთებს ადგილი ჰქონდა ხოლმე შეცვლილი, ზოგი რამ კი დაიკარგა კიდეც.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ახალგაზრდა ქალმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი სახლის სხვენში რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუმჩნევლად ცხოვრობდა უცნობი მამაკაცი, წერს News.com.au.

​გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ როკჰემპტონის მკვიდრმა მონიკა გრინმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში არაერთხელ შეამჩნია, რომ სახლში ზოგ ნივთს ადგილი ჰქონდა შეცვლილი, ან სულაც დაიკარგა. ქალი ამას ახსნას ვერ უძებნიდა მანამ, სანამ 18 იანვარს ჩვეულებრივზე ადრე არ დაბრუნდა შინ.

ექიმისგან მოულოდნელად ადრე დაბრუნებულმა მონიკამ აღმოაჩინა, რომ სახლში ვიღაცას კონდიციონერი ჩაერთო, სამზარეულოში დატოვებული ქათმის კატლეტების ნახევარი შეეჭამა, ხოლო შესასვლელი კარი ღია დაეტოვებინა.

ქალმა მაშინვე პოლიციაში დარეკა. ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა სახლი დაათვალიერეს და ნახეს, რომ სხვენში ასასვლელი ლუკი ღია იყო, ხოლო სათვალთვალო კამერები — გამორთული.

„ეს საშინელებათა ფილმის სცენას ჰგავდა. რატომ იმალებოდა სხვენში? რა განზრახვა ჰქონდა? იქნებ ჩემი შვილის მოტაცება უნდოდა?“ — ამბობს შეშინებული მონიკა გრინი.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცველები იძიებენ ამ „უნიკალურ ინციდენტს“, რათა დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობა დაადგინონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0