01:03 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

ძველით ახალი წლის ღამითაც სროლა იყო. საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დამწვრობის ცენტრში გადაყვანილთაგან ოთხი ბავშვია.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ძველით ახალი წლის ღამით თბილისში პიროტექნიკისგან ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები, განაცხადა თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, პაციენტებს დაზიანებები ძირითადად მარჯვენა ხელისა და სახის არეში აღენიშნებათ, თუმცა, საბედნიეროდ, პაციენტები სერიოზულად არ დაშავებულან.

„გუშინ ოთხი პაციენტი გვყავდა, დღეს კიდევ ორი მოვიდა. აქედან ოთხი ბავშვია და ორი უფროსი“, — აღნიშნა ქაშიბაძემ.

მანამდე საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავებული 36 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული. სულ 31 დეკემბრიდან 1 იანვრის ღამით სასწრაფო დახმარება 51-ჯერ გამოიძახეს. მარტო თბილისში 27 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, რეგიონებში კი 15 დაშავებულიდან ცხრას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

მთავარი თემები