ჩხოროწყუში მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

© photo: Sputnikხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, შვილმა მამას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ჩხოროწყუს რაიონში შვილმა მამა მოკლა

არსებული ინფორმაციით, 8 იანვარს მამა–შვილს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც შვილმა მამას გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ შვილმა თვითდაზიანებები მიიყენა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დააკავეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0