თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, 8 იანვარს მამა–შვილს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც შვილმა მამას გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ შვილმა თვითდაზიანებები მიიყენა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.