16:33 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
501 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიების ცნობით, ბრალდებული თავის ნაცნობ ქალთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ ყაჩაღურად თავს დაესხნენ და ქალს ძალადობის მუქარით ოქროს სამკაულები გასტაცეს.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ყაჩაღური თავდასხმა ბრალდებულმა თავად დაგეგმა და თანამზრახველებთან ერთად წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით განახორციელა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

მთავარი თემები