ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პოლიციამ ქობულეთში ყაჩაღობასა და განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა - Sputnik საქართველო
პოლიციამ ქობულეთში ყაჩაღობასა და განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა – ვიდეო

გამოძიების ცნობით, ბრალდებული თავის ნაცნობ ქალთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ ყაჩაღურად თავს დაესხნენ და ქალს ძალადობის მუქარით ოქროს სამკაულები გასტაცეს.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ყაჩაღური თავდასხმა ბრალდებულმა თავად დაგეგმა და თანამზრახველებთან ერთად წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით განახორციელა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0