02:48 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1243)
214 0 0

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა–108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1999 წელს დაბადებული გ.ა. დააკავა, რომელსაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 21 წლის ბრალდებულმა გ.ა.-მ თავისი ოცი წლის ძმა დაჭრა ცივი იარაღით, რასაც წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა–108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1243)

მთავარი თემები