თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1999 წელს დაბადებული გ.ა. დააკავა, რომელსაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 21 წლის ბრალდებულმა გ.ა.-მ თავისი ოცი წლის ძმა დაჭრა ცივი იარაღით, რასაც წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა–108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.