15:34 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
910 0 0

თეატრთან შეკრებილი აქტივისტებმა უსაფრთხოების მიზნით, კარვებთან პოლიციის ეკიპაჟების მორიგეობა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ასევე პირველ იანვარს მომხდარ ინციდენტში მონაწილეების დასჯას ითხოვენ.

თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. თელავში სამოქალაქო აქტივისტები კახეთის სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შეხვედრა თელავის თეატრთან პირველ იანვარს მომხდარ ფაქტს უკავშირდება. ადგილზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, რა დროსაც გაშლილ კარავში ორი პირი ავტომობილით შესვლას შეეცადა.

მხარეები მოლაპარაკების შედეგად პოლიციასთან რამდენიმე დაპირების სანაცვლოდ შეთანხმდნენ. აქტივისტებმა პირველ იანვარს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, კანონის შესაბამისად დასჯა და კარვების მიმდებარედ პოლიციის ეკიპაჟის მორიგეობა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მოლაპარაკების დროს პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორისგან მიიღეს დაპირება, რომ დამნაშავეები უახლოეს პერიოდში დაისჯებიან.

სამოქალაქო აქტივისტები თელავში თვეზე მეტია, კარავში ათენებენ ღამეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

მთავარი თემები