თელავში პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა: დაკავებულია ერთი პირი

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქციის მონაწილე და პოლიციელები
საპროტესტო აქციის მონაწილე და პოლიციელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები პირველ იანვარს მომხდარი ინცინდენტის დროულ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვენ

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. თელავის პოლიციის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც წინა დღით თეატრის წინ მომხდარ ინციდენტს აპროტესტებდნენ, კარვების გაშლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს გამოყვანა პოლიტიკური კრიზისიდან მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს შეუძლია – ბურჯანაძე

როგორც აქტივისტები აცხადებენ, 1 იანვარს, თელავის თეატრის წინ გაშლილ კარავში ორი პირი ავტომანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც კარავი დაზიანდა და აქტივისტების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგა.

დღევანდელ აქციაზე აქტივისტები წინ დღით მომხდარი ინციდენტისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებასა და ფაქტის დროულად გამოძიებას მოითხოვდნენ. მათ მცდელობას პოლიციასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მოძრაობა „საქართველოს" წევრი გივი ცინცაძე დააკავეს.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება უკვე განმუხტულია.

სამოქალაქო აქტივისტები თელავში თვეზე მეტია, კარავში ათენებენ ღამეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0