08:31 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
537 0 0

აქციის მონაწილეები პირველ იანვარს მომხდარი ინცინდენტის დროულ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვენ

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. თელავის პოლიციის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც წინა დღით თეატრის წინ მომხდარ ინციდენტს აპროტესტებდნენ, კარვების გაშლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, 1 იანვარს, თელავის თეატრის წინ გაშლილ კარავში ორი პირი ავტომანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც კარავი დაზიანდა და აქტივისტების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგა.

დღევანდელ აქციაზე აქტივისტები წინ დღით მომხდარი ინციდენტისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებასა და ფაქტის დროულად გამოძიებას მოითხოვდნენ. მათ მცდელობას პოლიციასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მოძრაობა „საქართველოს" წევრი გივი ცინცაძე დააკავეს.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება უკვე განმუხტულია.

სამოქალაქო აქტივისტები თელავში თვეზე მეტია, კარავში ათენებენ ღამეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

მთავარი თემები