00:20 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

ნასვამ მდგომარეობაში უმისამართო სროლის გამო ყოფილი პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს და რვა წლით საპატიმროში გაამწესეს

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პოლიციელი იოსებ გაბრიაძე, რომელმაც 2020 წლის აპრილში საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შემთხვევით ქალი მოკლა, მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღდგომა დღეს, 19 აპრილს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნასვამმა პოლიციელმა საკუთარი აივნიდან უმისამართო სროლა ატეხა. ერთ-ერთი ბრმა ტყვია მოხვდა წინა კორპუსის ფანჯარაში. ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი მომღერალ თიკა მახალდიანის დედის, 50 წლის თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მე-8 სართულზე მდებარე ბინაში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩაამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

თავდაპირველად გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 116-ის მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მოგვიანებით გაბრიაძეს ბრალი დაუმძიმდა და გადაკვალიფიცირდა 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შესაბამისად, განაჩენიც მოსალოდნელზე უფრო მკაცრი აღმოჩნდა.

მთავარი თემები