ინციდენტის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო პოლიციის თანამშრომელმა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. სენაკში საპატრულო პოლიციის ავტომობილის და ჯიპის შეჯახების შედეგად პოლიციელი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.
ტელეარხის ინფორმაციით, პოლიციელი მსუბუქად დაშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 231.385 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.189), გარდაიცვალა – 2,916 (ბოლო 24 საათში – 23), კარანტინის რეჟიმშია 528, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.670 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 638 ადამიანი იმყოფება.