თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. სენაკში საპატრულო პოლიციის ავტომობილის და ჯიპის შეჯახების შედეგად პოლიციელი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.
ტელეარხის ინფორმაციით, პოლიციელი მსუბუქად დაშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.