08:43 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2038)
198 0 0

ავტომობილში, რომელმაც მართვა დაკარგა და დიდი სიჩქარით ხეს შეეჯახა, იმყოფებოდნენ დედა, მამა და 16 წლის მოზარდი.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. სამი ადამიანი ემსხვერპლა ავტოავარიას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში.

ავტომობილი, რომელმაც მართვა დაკარგა, დიდი სიჩქარით ხეს შეეჯახა.

დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან – დედა, მამა და 16 წლის მოზარდი.

ტრაგედიის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2038)

მთავარი თემები