23:59 24 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0294
  • 100 RUB4.4671
  • USD3.3169
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1262)
182 0 0

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის დეტალებზე ვერ საუბრობენ. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება გამთენიისას მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ვერსიით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. დანაშაულის ჩადენის მომენტში ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1262)

მთავარი თემები