თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება გამთენიისას მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ვერსიით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. დანაშაულის ჩადენის მომენტში ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.