11:36 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1245)
23610

ლილუაშვილების ოჯახმა, მათ შორის ორმა მოზარდმა ოთხ შეიარაღებულ პირს წინააღმდეგობა გაუწია და მათ გაგდება მოახერხა

თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში მცხოვრებმა ოჯახმა შეიარაღებული თავდამსხმელების ჯგუფს წინააღმდეგობა გაუწია და სახლი გაძარცვას გადაარჩინა, ამის შესახებ ტელეარხი „ფორმულა“ იუწყება.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ოთხი ნიღბიანი მამაკაცი ლილუაშვილების ოჯახს თავს დაესხა. მასპინძლები მათ არ შეუშინდნენ - ზაზა ლილუაშვილმა, მისმა მეუღლემ და ორმა მოზარდმა შვილმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და მათი გაგდება სცადეს.

თავდამსხმელებმა სახლის პატრონების შესაშინებლად რამდენიმე გასროლა განახორციელეს. ხმაურზე მეზობლები შეიკრიბნენ, მძარცველები კი მიიმალნენ.

ზაზა ლილუაშვილის თქმით, ყაჩაღებმა მხოლოდ საფულის წაღება მოასწრეს, რომელშიც 50 ლარამდე თანხა და მართვის მოწმობა იყო.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1245)

მთავარი თემები