ქალიშვილისა და 3 გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის მამაკაცს 12 წლით პატიმრობა ემუქრება

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას ბრალდება ორი მუხლით აქვს წაყენებული - ეს არის არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობა

თბილისი,  5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ წაუყენა ბრალი 40 წლის მამაკაცს, რომელმაც გარყვნილი ქმედება ჩაიდინა თავისი არასრულწლოვანი ქალიშვილისა და მისი სამი მეგობრის მიმართ - მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამაკაცის დაკავების შესახებ 3 დეკემბერს გახდა ცნობილი. გამოძიება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრამდე ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილისა და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდა, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში ნივთმტკიცების სახით არის წარმოდგენილი.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში შვილისა და მისი მეგობრების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა.

გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცი თავის ქალიშვილს სცემდა.

მას წარედგინა ბრალი ორი მუხლით, რომელიც 14 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებების ჩადენის სამ ეპიზოდს და ქალიშვილის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0