03:29 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1244)
79 0 0

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ცხრა თვეში ასეთი 13,3 ათასი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 21,85%.

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით დაახლოებით 44 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9,77%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მესამედზე ოდნავ მეტი, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.

შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ფიქსირდება. თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის გამო სახლიდან არ გადიოდა, დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

დანაშაულის ყველაზე მცირე რაოდენობა აპრილზე მოდის, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.

 

თვე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა
სექტემბერი     

5 450

აგვისტო

6 031

ივლისი    5 366
ივნისი 5 691
მაისი         5 258
აპრილი    3 493
მარტი       4 224
თებერვალი      5 692
იანვარი    5 334

დანაშაული საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ცხრა თვეში ასეთი 13,3 ათასი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 22,74%.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 4,1 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 64,33%.

მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 2,9 ათასი დანაშაული, საიდანაც გახსნილია 77,68%.

ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულის პირველი ხუთეული

დანაშაულის სახეობა დანაშაულის რაოდენობა
ქურდობა 13 329
ოჯახური ძალადობა 4 138
ნარკოდანაშაული     2 935
სატრანსპორტო დანაშაული 2 422
მუქარა     2 370

გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში დარეგისტრირდა 64 მკვლელობა, აქედან 23 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 292 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 93 – გაუპატიურება, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 31 – მექრთამეობა და 5 – ტერორიზმის შემთხვევა.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 13 188 ადამიანი. აქედან 1 589 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 5 511 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.

წინასწარი პატიმრობით საქმე დასრულდა 5 237 ბრალდებულისთვის, დანარჩენები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1244)

მთავარი თემები