ბათუმში კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშისაავადმყოფოს თანამშრომელი
საავადმყოფოს თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია და ითხოვდა დამატებით წამალს, რაც საბოლოოდ ექთანზე თავდასხმის მიზეზი გახდა.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი ექთანს ასმათ ვარშალომიძეს თავს დაესხა და შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. ამ ეტაპზე ექთანი გამოკითხვაზე იმყოფება.

ასმათ ვარშალომიძე ამბობს, რომ ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. მეტადონს მას დღის ექთანი აძლევდა, ღამით კი ეს მათ არ ეხებოდა. პაციენტს ღამით ექთნები დამამშვიდებელ სხვა საშუალებებს აძლევდნენ, მაგრამ ეს მას არ აკმაყოფილებდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი სცემეს

პაციენტი, ვარშალომიძის განცხადებით, მას უკან, ფეხდაფეხ დასდევდა.

„ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი... არც მიფიქრია, რომ თავს დამესხმოდა და მოკვლას დამიპირებდა. ვიფიქრე, ალბათ წამლის მოპარვა უნდა–მეთქი. გვერდით პალატაში როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – განაცხადა ასმათ ვარშალომიძემ.

ექთანი ამბობს, რომ რაღაც მომენტში გონებაც დაკარგა.

ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აქვს. 

ბოლნისში ადგილობრივებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ექიმებს არ გაატანეს>>

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0