„ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო" – მძევლების აყვანაში ბრალდებული სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა

© photo: Sputnik / Stringerგისოსები თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ფანჯრებზე
გისოსები თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ფანჯრებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თბილისში მძევლების აყვანა ედება ბრალად, სასამართლოს განაჩენს პატიმრობაში დაელოდება.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძიების პერიოდში პატიმრობაში დატოვა ლევან ზურაბაშვილი, რომელსაც თბილისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძველების აყვანა ედება ბრალად.

საქმის მოულოდნელი გაგრძელება: მძევლების გამტაცებლის დედას ფულს უგროვებენ>>

საქართველოს პროკურატურამ ზურაბაშვილს ბრალი წაუყენა ორი ან მეტი მძევლის აყვანის მუხლით. ამგვარად, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მძევლების აყვანა მიკრისაფინანსო ორგანიზაციაში წერეთლის გამზირზე - Sputnik საქართველო
თავდამსხმელი წერილს ავრცელებს: ჩემი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა

ადვოკატები მის გათავისუფლებას 1 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი ითხოვდნენ.

გამოძიების ვერსიით, 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე ბრალდებული წერეთლის გამზირზე „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ოფისში შეიჭრა და ხელყუმბარის მუქარით სხვადასხვა მოთხოვნა წამოაყენა. ბრალდებულმა მძველად 19 ადამიანი აიყვანა.

ის შენობაში დაახლოებით სამ-ნახევარი საათი იმყოფებოდა. უკვე ცნობილია, რომ შენობაში შეჭრის დროს ზურაბაშვილს არ ჰქონია იარაღი, ხოლო ხელში ხელყუმბარის ნაცვლად ამ ფორმის სანთებელა ეჭირა.

ზურაბაშვილს უჩვეულო მოთხოვნები ჰქონდა: საბანკო პროცენტების შემცირება, აზარტული თამაშების აკრძალვა და სამკურნალო პრეპარატებზე ფასების შემცირება.

სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას ბრალდებული აზარტული თამაშების პრობლემასა და კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობდა.

მძევლების აყვანა წერეთლის გამზირზე - Sputnik საქართველო
„ყუმბარა არ ყოფილა“ - რით შეაშინა მძევლები მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელმა

„ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, ყველა ჩვენ, თქვენი შვილები, ყველა იღუპება. რამდენს მოუკლია თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა... შეიძლება ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მათი შვილები, ძმები, იღუპებიან თაობები. გამწარებული ხალხი, გაჭირვებული, თქვენს გულამდე არ მიდის? მე გავისტუმრე ვალები. სამუდამო მომეცით, მიღირს. მე აღარ ვთამაშობ, ცოდო ვართ, გადარჩეს ერი და კანონები შეიცვალოს. არ არსებობს ოჯახი, წამალი არ სჭირდებოდეს, ყველაფერი ძვირი ღირს – პამპერსი, წამლები. კი არ ვმრავლდებით და ვვითარდებით, უკან–უკან მივდივართ“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.

ბრალდებულის დედა ლამარა ტერელიძე ამტკიცებს, რომ მის შვილს ძალით არავინ დაუკავებია.

„საზოგადოებამ, ვინც კი უყურა, ყველა მეუბნება, კამერაში ჩაწერილია, იქ თურმე ლევანი რომ შევიდა, უთქვამს, ვისაც გინდათ, წადითო. ლევანს იქ არავინ დაუკავებია. ერთი მოხუცი კაცი იჯდა, უთხრეს წადიო და ალბათ რაღაცა სეირის ყურება უნდოდა და აღარ წავიდა. გოგოები მაგიდაზე ისხდნენ და იცინოდნენ, ხუმრობდნენო, ლევან, ყავა ხო არ მოგიტანოო“, – განაცხადა ტერელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რატომ შეიჭრა ქართველი რობინ ჰუდი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თბილისში - ფოტო>>

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამ უბიძგა მის შვილს ამგვარი მოქმედებისკენ.

„რის გამო გააკეთა ასეთი რაღაცა? იცით, აქამდე არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ სიდუხჭირემ და გაჭირვებამ გააკეთებინა. მე არ ვიცი, თქვენ შეიძლება ძალიან კარგად ცხოვრობთ, მაგრამ ჩემს რაიონში, სამგორის რაიონში გაღარიბებული ხალხია“, – აღნიშნა მან.

ყველა ახალი ამბავი
0