20:50 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1966)
34 0 0

ცესკო ამტკიცებს, რომ ყალბი ანგარიშის რეალური მფლობელები „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სხვადასხვა პოსტებზე კომენტარებს თამარ ჟვანიას სახელით წერენ.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ყალბი ფეისბუქ-გვერდი შეიქმნა, რომლითაც ყალბი ანგარიშის რეალური მფლობელები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook–მა ამირან გამყრელიძის ათობით ფეიკ–აკაუნტი გააუქმა>>

უწყების ცნობით, ყალბი ანგარიში ცესკოს თავმჯდომარის სახელით და ფოტოების გამოყენებით რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. ყალბი ანგარიშის რეალური მფლობელები სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებს თამარ ჟვანიას სახელით წერენ.

„გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ფაქტი ცესკოს თავმჯდომარის სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა და წარმოადგენს იმ დამაზიანებელი კამპანიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცესკოს ცნობით, თამარ ჟვანიას აქვს „ფეისბუქის“ ოფიციალური, ვერიფიცირებული გვერდი, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი აღნიშვნა. ადმინისტრაცია სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიმართავს, არ შევიდნენ შეცდომაში.

მეორე კვირაა საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება. მათი მოთხოვნებია – ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში კი ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1966)

მთავარი თემები