00:28 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1970)
22101

მმართველ გუნდში ისნის თედო გობეჯიშვილის გარდაცვალებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბულინგსა და ზეწოლას უკავშირებენ.

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, განცხადება მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი, რომელიც ამ სამსახურში 2006 წლიდან მუშაობდა. გვაქვს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრი სამართალდამცველებს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

აღნიშნულ ფაქტს საკუთარ Facebook-გვერდზე ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძეც ეხმაურება. ის აღნიშნავს, რომ გობეჯიშვილის გარდაცვალება სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლისა და ბულინგის ფაქტებს მოჰყვა.

„2007 წლის 7 ნოემბრის ავტორებმა, 2020 წლის 7 ნოემბერსაც შეწირეს ადამიანი, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო. ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში, ვერასდროს!“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ბოჟაძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია მწუხარებას გამოთქვამს და თედორე გობეჯიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„თედორე გობეჯიშვილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება და გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გობეჯიშვილის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომიტინგეებმა თამარ ჟვანიას მათემატიკის სახელმძღვანელო აჩუქეს >>

ოპოზიცია 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1970)

მთავარი თემები