01:46 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1211)
77 0 0

ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ოქრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა. დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. პოლიციამ დმანისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ ოქრიაშვილის დაჭრის ფაქტზე მისივე ნათესავი, ბონდო ოქრიაშვილი დააკავა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერაბ ოქრიაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის ნათესავია, რომელიც კენჭს დმანისში იყრიდა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული ბონდო ოქრიაშვილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

„როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნათესავი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე, 1966 წელს დაბადებული მერაბ ოქრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სროლა დმანისში – დაჭრილია  „ნაცმოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის ნათესავი >>

შემთხვევა 1 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახში მოხდა.

დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1211)

მთავარი თემები