სროლა დმანისში – დაჭრილია  „ნაცმოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის ნათესავი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერაბ ოქრიაშვილი, რომელსაც ფეხის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარეა

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. დმანისში ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის ნათესავია, იუწყება „რუსთავი 2“.

დეპუტატობის კანდიდატმა დმანისის საარჩევნო ოლქში მომხდარს პოლიტიკური შეფასება მისცა.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გუშინდელი არჩევნების გაგრძელებაა. თვენახევარია ცემა-ტყეპაში ვართ. იძულებული ვიყავი ამ პერიოდში დაცვით მევლო“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისი თქმით, მის ბიძაშვილს ფეხში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით – ჯანმრთელობისთვის განზრახ ნაკლებად მძიმე ზიანის მიყენება და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, ოქრიაშვილმა დმანისში ხმების 39,97% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოგი მეშველიანმა – 55,1%.

ყველა ახალი ამბავი
0