05:04 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)
143 0 0

მას შემდეგ, რაც მასმედიაში გაჟონა ინფორმაციამ ზუგდიდში მძევლების აყვანაში ეჭვმიტანილის შესახებ, პოლიცია იძულებული გახდა მისი ფოტო გამოექვეყნებინა.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ბადრი ესებუას ფოტო, რომელმაც, უწყების ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლები აიყვანა.

შსს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორს ასახელებს>>

ქალაქ ზუგდიდში 21 ოქტომბერს, დღისით ნიღბიანი და ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარსა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მძევლების სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, მას მოთხოვნები შეუსრულეს. დამნაშავემ მიიღო თანხა და მძევლები გაუშვა, თვითონ კი მიმალვა შეძლო. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

„პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ.

Бадри Эсебуа
photo : press service of Ministry of Internal Affairs of Georgia
ბადრი ესებუა

შსს-მ ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი – 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას, ტერორიზმსა და მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნებით.

ორშაბათს, ღამით პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში, ესებუას სახლში ჩხრეკა ჩაატარა, ჩხრეკა ასევე ჩატარდა მისი ნათესავების სახლებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში, სადაც ეჭვმიტანილი მუშაობდა. სამართალდამცველებს არ დაუზუსტებიათ, ამოიღეს თუ არა რამე სამხილები ჩხრეკის შედეგად.

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ რეგიონულ პოლიციაში თავად მიიყვანა ეჭვმიტანილის მამა ტარიელ ესებუა. დაიკითხნენ ასევე ბადრი ესებუას სხვა ნათესავები და ნაცნობები.

შსს-მ 25 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მასმედიას მოუწოდა, არ გაემხილა მისი პიროვნება. თუმცა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ დაასახელა.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ ინფორმაცია ეჭვმიტანილის შესახებ – მისი ვინაობა და ფოტო გავრცელდა მასმედიის საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ უწყებამ მათ მოუწოდა, თავი შეეკავებინათ მსგავსი მოქმედებებისგან და ხელი არ შეეშალათ გამოძიებისთვის.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბადრი ესებუა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მან შეიარაღებული ძალები ერთი წლის წინ დატოვა. ნათესავები ჟურნალისტებთან საუბრისას კატეგორიულად უარყოფენ ესებუას მონაწილეობას მძევლების აყვანაში.

ეჭვმიტანილის დედის თქმით, იმ დღეს ესებუა სახლიდან დაახლოებით დღის 12 საათზე გავიდა და თბილისში ექიმთან გაემგზავრა. ბანკზე თავდასხმა რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა. თავდასხმის შემდეგ ბადრი ესებუა სახლში აღარ გამოჩენილა.

თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)

მთავარი თემები