21:58 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (61)
47 0 0

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიუთითებს, რომ ჟურნალისტი უნდა შეეცადოს შეინარჩუნოს ნეიტრალური ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური თემის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა გადაცემული კადრებსა და ინფორმაციას მოჰყვეს, ნათქვამია „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებაში, რომელიც მან ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა.

ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია ტერორიზმთან და მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, მაგრამ მედიას აკისრია გარკვეული პასუხისმგებლობაც. მედიასაშუალება არ უნდა გახდეს ტერორისტული შინაარსის მიმართვებისა თუ მოწოდებების ტირაჟირების ხელშემწყობი.

„როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი გავლენის ქვეშ ექცევიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს შეინარჩუნოს ნეიტრალური ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ. მედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია: მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების საქმიანობა

  • არ უქმნიდეს საფრთხეს ადამიანებს;
  • არ უშლიდეს ხელს პოლიციის მუშაობას;
  • არ აწვდიდეს დამნაშევეებს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში მყოფი რიგითი მოქალაქეები.

თავდამსხმელი 500 ათას დოლარს, ვერტმფრენს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს მოითხოვს და ამ მოთხოვნების შესასრულებლად 2 საათს იძლევა. ეს დრო უკვე ამოიწურა.

ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და   დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (61)

მთავარი თემები