12:27 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1157)
138 0 0

გამოძიების ვერსიით, შვიდკაციანმა ჯგუფმა გაიტაცა ადამიანი და გამოსასყიდის გადაცემის შემდეგ გაათავისუფლა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გატაცებული და მისი მეუღლე მოკლა

თბილისი, 16 ოქტომბერი -  Sputnik. საფრანგეთმა საქართველოს 1994 წელს თბილისში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი გადმოსცა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, საქართველოს გადმოსცეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ვინმე კ.რ.

ის მსჯავრდებულია ცოლქმრის – ნეშან და ფლორა მინასიანების, მათი ვაჟის ვაგენის მკვლელობისთვის და ქალიშვილ გაიანეს დაჭრისთვის 1994 წელს. საქმის გახსნის შესახებ საქართველოს შსს–მ 2011 წლის სექტემბერში განაცხადა.

გამოძიების მონაცემებით, 1994 წლის 18 იანვარს ჯგუფმა შვიდი კაცის შემადგენლობით გაიტაცა ვაზგენ მინასიანი და ის 75 ათასი დოლარის ოდენობის გამოსასყიდის გადაცემის შემდეგ გაათავისუფლა. რამდენიმე დღეში კი გადაწყდა, რომ მინასიანების ოჯახის წევრები უნდა დაეხოცათ, რათა გატაცების კვალი დაეფარათ.

შვიდიდან სამის დაკავება პოლიციამ მალევე შეძლო. კიდევ ერთი იმ დროისთვის გარდაიცვალა, დანარჩენმა სამმა კი მიმალვა შეძლო. 2013 წელს ორი ბრალდებული საფრანგეთში აღმოჩნდა. კ.რ–მ მიმალვა ამა წლის 21 მარტამდე შეძლო, სანამ ის არ იპოვეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ის პატიმრობაში შვიდნახევარ წელს გაატარებს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1157)

მთავარი თემები