სვანეთში ტყე იწვის – ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

© photo : courtesy of Emergency Department of Georgia 112ტყის ხანძარი
ტყის ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიზთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „112“.

„112“-ში ხანძრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით ორი საათის წინ შევიდა. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი.

„ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

 

ყველა ახალი ამბავი
0