თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიზთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „112“.
„112“-ში ხანძრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით ორი საათის წინ შევიდა. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი.
„ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.