08:39 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (319)
75 0 0

„ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაცია მათ აქტივისტებს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უშლის. ბაზრის მფლობელის თქმით კი, „ლელოს“ წარმომადგენლებს ბაზრის ტერიტორიაზე იმიტომ არ უშვებს, რომ პარტიის დამფუძნებლისგან დაზარალდა.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ქობულეთის აგრარული ბაზრის შესასვლელში პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ აქტივისტებსა და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, იუწყება „პირველი არხი“.

ბაზრის ადმინისტრაციასა და პარტიის აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ლელოს“ წევრები აგრარულ ბაზართან მათ აქტივისტებსა და ადმინისტრაციას შორის გუშინ მომხდარი ინცინდენტის გასაპროტესტებლად მივიდნენ.

პარტიის წარმომადგნლების განცხადებით, გუშინ ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა „ლელოს“ ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ბაზრის ტერიტორიიდან გააძევეს. დღეს კი აგრარულ ბაზართან ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მისულ „ლელოს“ წევრებს ბაზრის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს.

„ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაცია მათ აქტივისტებს სააგიტაციო მასალის დარიგებასა და საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უშლის. 

„ეს არის „ქართული ოცნების“ მორჩილი ადმინისტრაცია, მათ ეშინიათ ჩვენი კანდიდატების, ეშინიათ ფურცლების და არ გვაძლევენ საშუალებას ეს დავანაწილოთ“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ.

ბაზრის მფლობელი კი აცხადებს, რომ კერძო საკუთრების ტერიტორიაზე „ლელოს“ წარმომადგენლებს არ შეუშვებს, რადგან ბაზარი სწორედ პარტიის დამფუძნებლისგან დაზარალდა.

„ეს კერძო საკუთრებაა და საარჩევნო აგიტაციის საშუალებას „ლელოს“ პარტიის წარმომადგენლებს არ მივცემთ, რადგან წლების წინ სწორედ ხაზარაძისგან და „თიბისი ბანკისგან“ დავზარალდით. მე „ქართულ ოცნებას“ ვუჭერ მხარს, თქვენ ხართ ხაზარაძის მონები“, – განაცხადა ბაზრის მფლობელმა ალექსანდრე რომანაძემ.

ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გასული წლის შემოდგომაზე გამოჩნდა, თუმცა დღეისათვის, გამოკითხვების მიხედვით, უკვე დაწინაურებული პარტიების ხუთეულშია და ამ ველზე ზოგიერთი ძველი პოლიტმოთამაშე გვერდზე გასწია.

პარტიის შექმნის იდეა ორ მსხვილ ბანკირს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ეკუთვნის. 90-იან წლებში მათ დააარსეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკი საქართველოში „თიბისი ბანკი“.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (319)

მთავარი თემები