„ლელოს“ აქტივისტი დეპუტატის წინააღმდეგ მუქარისთვის პოლიციაში გამოიკითხა

გამოწერა
პარტია „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი წინასაარჩევნო პერიოდში „ქცევის კოდექსის“ სერიოზულ დარღვევაში ღიად დაადანაშაულა.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის პოლიციაში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აქტივისტი რაშად მუსაევი მოწმის სახით დაიკითხა.

საქმე ეხება რაშად მუსაევის მხრიდან „ქართული ოცნების“ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ მუქარის ფაქტს, რომელიც მან სოციალურ ქსელში ჩართვისას განახორციელა.

შაბათს, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი წინასაარჩევნო პერიოდში „ქცევის კოდექსის“ სერიოზულ დარღვევაში ღიად დაადანაშაულა. 

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს ხელი მოაწერა

 „გუშინ დაფიქსირდა ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატს კონკრეტული პარტიის აქტივისტები მოკვლით დაემუქრნენ. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველებს ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ“, – განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ მუქარის ავტორი „ლელო საქართველოს“ წევრი იყო.

მუსაევის თქმით, იგი არავის მოკვლას არ აპირებდა და აღნიშნული სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენა.

 „პოლიციამ დამირეკა პირდაპირი ეთერის გამო, რომელშიც სავალანიზე ვლაპარაკობდი. პოლიტიკურად მოკვლას ვგულისხმობდი, იმათ სხვანაირად ეგონათ. მე თავად დამირეკეს ყარაჯალადან, რომ არჩევნების მერე დაგიჭერთო, შენს სახლში ნარკოტიკს იპოვნიანო. რახან „ლელოს“ მომხრე ვარ იმიტომ? ჩემი თავდაცვისთვის გავაკეთე ეგრე, ორი თვე ვეღარ მოვითმინე. ვიგინებოდი, საქართველოს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა რაშად მუსაევმა.

მუსაევის ადვოკატ გიორგი სამუშიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა და ემოციურად მძიმე მდგომარეობაში იყო.

ყველა ახალი ამბავი
0