10:40 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1857)
65 0 0

სამართლადამცველებს ადგილობრივებმა მას შემდეგ გამოუძახეს, რაც სახლის სახურავიდან ნაჭერში გახვეული საეჭვო ნივთი ჩამოვარდა

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილ ხელყუმბარასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.

სამართალდამცავი უწყება საქმეს 236-ე მუხლით იძიებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ბინის მეპატრონე ჰყვება, ხელყუმბარა ეზოში არსებული სათავსოს სახურავზე ნახეს, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდნენ.

„ყურძენს ვკრეფდით და ეზოში, „ჩულანის“ თავზე, სახურავზე შემთხვევით ვიპოვეთ ნაჭერში გახვეული ხელყუმბარა. შეგვეშინდა, გამოვიძახეთ 112. მოვიდნენ, ნახეს, დაგვაცლევინეს ბინა, გაგვიყვანეს გარეთ და დაელოდნენ გამნაღმველებს, რომლებიც ახლა მუშაობენ. მათ თქვეს, რომ სასწავლო ხელყუმბარაა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან სახლის მეპატრონემ მთვარისა ზაქარეიშვილმა.

ხელყუმბარა დაახლოებით ერთი საათის წინ იპოვეს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1857)

მთავარი თემები