თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე #35-ში, იტალიურ ეზოში წინასწარი ინფორმაციით, ხელყუმბარა იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, დაახლოებით ნახევარი საათის წინ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სახლის სახურავზე ნაჭერში გახვეული ნივთი შენიშნეს, რომლისთვისაც თავიდან ყურადღება არ მიუქცევიათ, ხოლო მას შემდგეგ რაც ის ჩამოვარდა, ის ხელყუმბარას მიამსგავსეს და პოლიცია გამოიძახეს.
სამართალდამცველებმა ადგილობრივი მცხოვრებნი იტალიური ეზოდან გაიყვანეს და გამნაღმევლებს გამოუძახეს.
ტელეოკომპანიის ცნობით, სახლი სადაც სავარაუდოდ ხელყუმბარაა ნაპოვნი, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის შენობის მახლობლად მდებარეობს.