თოიძის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს - ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის ლენტა
საპატრულო პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართლადამცველებს ადგილობრივებმა მას შემდეგ გამოუძახეს, რაც სახლის სახურავიდან ნაჭერში გახვეული საეჭვო ნივთი ჩამოვარდა

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე #35-ში, იტალიურ ეზოში წინასწარი ინფორმაციით, ხელყუმბარა იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ჩხოროწყუში მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა - Sputnik საქართველო
ჩხოროწყუში მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა

ტელეკომპანიის ცნობით, დაახლოებით ნახევარი საათის წინ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სახლის სახურავზე ნაჭერში გახვეული ნივთი შენიშნეს, რომლისთვისაც თავიდან ყურადღება არ მიუქცევიათ, ხოლო მას შემდგეგ რაც ის ჩამოვარდა, ის ხელყუმბარას მიამსგავსეს და პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცველებმა ადგილობრივი მცხოვრებნი იტალიური ეზოდან გაიყვანეს და გამნაღმევლებს გამოუძახეს.

ტელეოკომპანიის ცნობით, სახლი სადაც სავარაუდოდ ხელყუმბარაა ნაპოვნი,  ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის შენობის მახლობლად მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0